დანა-ჩანგლის საიდუმლო ენა

31.07.2015

გამოიყენეთ დანა-ჩანგლის ენა რესტორანში და ნახავთ როგორ მუშაობს.


დანა-ჩანგლის სწორმა განლაგებამ ჭამის დროს, პაუზისა თუ სადილის დამთავრებისას შესაძლოა მიანიშნოს დიასახლისს, რომ, მაგალითად, სუფრიდან ადგომის დროა. დანა-ჩანგლით შეგიძლიათ გამოხატოთ როგორც ქება, ასევე კრიტიკა. დანა-ჩანგალი არ დატოვოთ კერძზე. უხმარი დანა-ჩანგალი არ დადოთ მაგიდის გადასაფარებელსა თუ ხელსახოცზე.
ასე რომ, რისი თქმა შეიძლება დანა-ჩანგლის მეშვეობით:

"პაუზა" - დანა-ჩანგალი ჯვარედინად მოათავსეთ, ისე რომ დანის პირი მიმართული იყოს შიგნით. ჩანგალი შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც დანის ზემოდან ასევე ქვემოთ.
"დავამთავრე" - დანა-ჩანგალი ერთმანეთის პარალელურად მოათავსეთ, სახელურებით ქვემოთ. არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ თეფშზე მხოლოდ დანა-ჩანგლის ბოლოები.
"შესანიშნავი იყო" - დანა-ჩანგალი ერთმანეთის პარალელურად მოათავსეთ თეფშის შუაში; დაბოლოებები მიმართული უნდა იყოს მარჯვნივ
"კერძი არ მომეწონა" - დანა-ჩანგალი გადაჯვარედინებულია, ხოლო დანა ზემოდან დევს ჩანგალზე.
"მზად ვარ ახალი კერძისათვის" - დანა-ჩანგალი გადაჯვარედინებულია, ჩანგალი თეფშის შუაშია და მიმართულია ზემოთ, ხოლო დანა თეფშის შუაში მიმართულია მარცხნივ.

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე