იცხოვრე ჯანმრთელად

22.02.2021

ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივება თუ ჯანსაღად ვიცხოვრებთ. ჩვენ, ადამიანებმა საკუთარ ინტელექტუალურ შეგნებამდე უნდა დავიყვანოთ მიზანი, რომ გავაცნობიეროთ, რისთვის ვაკეთებთ ამ კონკრეტულს. ამის შემდეგ, თქვენი შედეგები სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ. ბუნებრივია, ეს გზა რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ შედეგზე (ჯანმრთელობაზე) და არა სირთულეებზე. გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი გრძნობს მოზღვავებულ ენერგიას,თავისუფლებას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, რაც უკვე ჯანმრთელად ცხოვრებას გულისხმობს.

ადამიანების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს ღამით ჭამა. ეს ფსიქოლოგიურად გვაბედნიერებს, თუმცა შესაძლოა შეგვექმნას ჯანმრთელობის პრობლემები: ვიმატებთ წონაში, საკუთარი თავი აღარ მოგვწონს, რის გამოც ხშირად მოწყენილები და დეპრესიულები ვართ.

არ აქვს მნიშვნელობა, დროის რომელ მონაკვეთში მივიღებთ საკვებს, კალორიები კალორიებია. მას შემდეგ, რაც მაღალკალორიულ საკვებს მივიღებთ, როგორც წესი ვიძინებთ და კალორიების დაწვაც ვერ ხერხდება, ამიტომ ვიმატებთ წონაში. დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუ შიმშილის მიუხედავად უარს იტყვით ჭამაზე, გაცილებით ცუდ შედეგამდე შეიძლება მიხვიდეთ. უნდა მიირთვათ მაშინ, როცა გინდათ, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას მიირთმევთ.

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს:

საჭმელი აუცილებლად მაშინ უნდა მივირთვათ, როცა გვსურს, იმისათვის რომ პრობლემები არ შეგვექმნას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა არ აქცევს ყურადღებას საკუთარი სხეულის ხმას. ხშირად მოუსმინეთ საკუთარი სხეულის მოთხოვნებს და ეცადეთ, რომ დაუსვათ კითხვა თქვენს თავს: ახლა რა მინდა?

თუ გშიათ, მიირთვით ღამითაც, მაგრამ არა ის, რაც მაცივარში დაგხვდებათ, არამედ მოიმზადეთ რაიმე ჯანსაღი. უმჯობესია თუ მიირთმევთ ბოსტნეულის სალათს, ან წვნიანს. ნუტრიციოლოგები ამბობენ, რომ წვნიანი იდეალურად ებრძვის ზედმეტ წონას. მასში ნაკლები კალორიაა, თანაც ის ნოყიერი კერძია. მეცნიერები ყველაზე სასარგებლო წვნიანად იმას ასახელებენ, რომელშიც ბევრი ბოსტნეულია და დამატებული აქვს ქათმის ან საქონლის ხორცი. ბოსტნეული უმად ბევრად სასარგებლოა და ინარჩუნებს მეტ ვიტამინსა და მინერალს. სწორედ ამიტომ გამოიყენეთ ის როგორც წვნიანების, ასევე სალათების მომზადებაში.

თუ გსურთ წონაში დაკლება ვარჯიშის საშუალებით:

დილით გაღვიძებისთანავე, მშიერ კუჭზე ვარჯიში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან კუჭი ცარიელია და 7-8 საათის განმავლობაში არაფერი მიუღია. ვარჯიშამდე 15-20 წუთით ადრე, აუცილებელია, მსუბუქად წაიხემსოთ ან დალიოთ წყალი. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ მეტაბოლიზმის პროცესის გაუმჯობესებას ცხიმების დასაწვავად. ასევე შეგიძლიათ, მიირთვათ ხილი ან ნატურალური იოგურტი. ხოლო ვარჯიშის შემდეგ კი 1-2 საათის შემდეგ, არ არის რეკომენდირებული საკვების მიღება. 2 საათის შემდეგ, შეგიძლიათ მიიღოთ ცილებისა და ნახშირწყლებისგან შემდგარი საკვები.

მოამზადეთ გემრიელად

ზოგიერთი ადამიანი არ ინტერესდება მზარეულობით, ზოგიც - ფიქრობს რომ არ გამოუვა და მიაჩნია რომ ტყუილ ცდებს, სჯობს ისევ სტანდარტულად მოამზადოს, ზოგს კი უბრალოდ დრო არ აქვს.

რეალურად ადამიანებმა სულაც არ იციან, რომ გემრიელად მომზადება იმაზე მარტივია, ვიდრე მათ ჰგონიათ. მთავარია სწორად შეარჩიო პროდუქტი, გათვალო დრო და გქონდეს სურვილი, რომ შენი მომზადებული კერძისგან სხვებსაც ასიამოვნო და თავადაც მიიღო სიამოვნება. მნიშვნელოვანია, ყველაფერს შემოქმედებითად მივუდგეთ, ჩავატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტები, გავიცნოთ პროდუქტები და ვისწავლოთ მათი ერთმანეთისგან გარჩევა.

რა შეიძლება მოვამზადოთ, რომ მივირთვათ ჯანსაღად და გემრიელად?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბოსტნეულის სალათი ჯანსაღი, მარტივი და რაც მთავარია, გემრიელი არჩევანია. მთავარია, სწორად შევარჩიოთ ინგრედიენტები, რომლებიც სალათის გემოს გაამრავალფეროვნებს და ესთეტიურ სილამაზესაც შესძენს. ასეთი ინგრედიენტი არის Bonduelle-ს ოქროსფერი სიმინდი წიწაკით ჩილი, რომელიც ბოსტნეულის სალათს განუმეორებელ ტკბილ-ცხარე (ასევე შეგიძლიათ ტკბილი სიმინდის მარცვლები გამოიყენოთ) გემოს შესძენს.

ბარდა, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, პომიდორი, კიტრი, ბულგარული, სიმინდი, ზეთისხილი - ეს ის მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტებია, რომლებიც სასარგებლო თვისებებს შეიცავენ.

მაგ: სტაფილო- შეიცავს ვიტამინებს - A,B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Nა და რკინას, ასევე კაროტინს. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში პროვიტამინ -A-დ გარდაიქმნება. სწორედ კაროტინი უზრუნველყოფს ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

სიმინდის ტკბილი მარცვლები - 75% ნახშირწყლებს, ვიტამინებს B1, b2, PP, კაროტინს. სიმინდი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ბილირუბინის დონეს, აწესრიგებს სისხლის შედედების დარღვევებს.

მწვანე ბარდა- შეიცავს B ვიტამინებს, კაროტინს, ვიტამინებს C და PP მარილს , რკინას, კალიუმს და ფოსფორს. ნაყოფი შეიცავს მაღალი პროცენტული რაოდენობის ანტიოქსიდანტებს, ცილას, მინერალებს, კალციუმს და რკინას. მისი მიღება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს ორგანიზმში. იგი არეგულირებს წნევას და ხელს უშლის დაბერების პროცესს, აახალგაზრდავებს კანს.

ამ პროდუქტების გამოყენება სხვადასხვა კერძებში შეგვიძლია.

გთავაზობთ ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი კერძების ჩამონათვალს,რომლითაც შეძლებთ თქვენი რაციონის გამრავალფეროვნებას :

  • ჩოპსალათი
  • ახალი სალათი ზეთისხილით
  • მექსიკური სალათი მაკარონითა და თინუსით
  • კომბოსტოს სალათი
  • სალათი ცეზარი ქათმით

ჯანსაღ კვებასთან ერთად, დროდადრო სურვილი გაგიჩნდებათ მოამზადოთ კერძები ლამაზად, რადგან ადამიანები თვალებითაც მივირთმევთ კერძებს.

ჯანსაღი ცხოვრებისა და სხვა საინტერესო ამბების ადამიანებთან გაზიარებისთვის, შემოდგომა მშვენიერი პერიოდია.

თუ გსურთ,რომ კერძების ჯანსაღად მომზადებას ბოლომდე დიდი სიამოვნება მოჰქონდეს თქვენთვის, პროდუქტების ყიდვის სპეციფიკაც უნდა გავითავისოთ.

ჩვენ თქვენთვის რამდენიმე რჩევა მოვამზადეთ:

  • განეწყვეთ ისე, თითქოს პროდუქტების საყიდლად წასვლა თქვენთვის დიდი სიამოვნებაა ;
  • შეიძინეთ ლამაზი ჩანთა პროდუქტებისთვის ;
  • დაათვალიერეთ სეზონური პროდუქტები, დააკვირდით, შეეხეთ მათ, შეიყნოსეთ, შეეკითხეთ გამყიდველს და ისწავლეთ მათი შეძენა ;
  • გაარკვიეთ რომელი პროდუქტია ჯანსაღი ;
  • სწრაფი სალათები-ეს ყოველთვის სწრაფი და გემრიელი გამოსავალია, შეიძინეთ მათთვის საჭირო პროდუქტები სიამოვნებით ;
  • ეცადეთ კერძი ააწყოთ ფერების მიხედვით, მაგ: შემწვარ ორაგულთან გამოიყენოთ ტკბილი სიმინდის მარცვლები და პომიდორი ;
  • შეადგინეთ საკუთარი გემოების ბარათი ;
  • დადგეგმეთ რამდენიმე დღით ადრე, თუ რა უნდა მოამზადოთ მომავალ დღეებში ;
  • შეარჩიეთ ლამაზი გარემო, სადაც მიირთმევთ კერძს გარშემომყოფებთან ერთად ;
  • უყურეთ კულინარიულ ბლოგებს, იკითხეთ წიგნები კულინარიაზე, თვალი ადევნეთ ვიდეო ლექციებს და ეცადეთ გაიმეოროთ კერძები თქვენი ინტერპრეტაციით.


იყავი კრეატიული

კულინარიის ხელოვნება დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება, ვიღაცები თვლიან, რომ ეს მათი უჩვეულო ჰობია, რომლის გაზიარება მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებისთვის შეიძლება. სხვა ბევრი კულინარიის მოყვარული ადამიანები კი ყოველდღიურად ეძებენ ახალ-ახალ რეცეპტებს და იმედი აქვთ, რომ ამ სფეროში მწვერვალებს მიაღწევენ.

მსოფლიოს რეცეპტების მრავალფეროვნება არა მხოლოდ საუკეთესო შეფების საიდუმლოებების გაგებას გვთავაზობს, არამედ ინგრედიენტების შეცვლას, საკუთარი ექსპერიმენტებითა და გემოების თამაშით. უბრალო კვერცხიც კი შეიძლება გახდეს უნიკალური და ორიგინალური, თუ ჩვენ ვიპოვით მასთან შესაფერის ინგრედიენტს, ამიტომ არ დაზოგოთ საკუთარი თავი ექსპერიმენტებში.

თქვენ გაქვთ შანსი, მისცეთ საკუთარ თავს თავისუფლება კერძის მზადებისას. ხშირად გვსმენია სიტყვები:,,რა კარგი ხელი აქვს!’’

საბოლოოდ კვება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის მიერ დახარჯულ ენერგიას, რომელიც დამოკიდებულია ზრდაზე, ასაკზე, სხეულის მასაზე, ცხოვრების პირობებზე, საქმიანობის სახეობაზე, კლიმატზე, ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (ფეხმძიმობა, მეძუძურობა), აქტიურობის დონეზე (სპორტი). საკვები ნივთიერებების განსაზღვრულმა რაოდენობამ და პროპორციამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. პროდუქტი უნდა იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უნდა განაწილდეს სწორად დღის განმავლობაში. არაჯანსაღი კვება, მოსახლეობის ავადობის და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, ამიტომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ ჯანსაღ კვებას, მით უფრო მალე მივაღწევთ სასურველ შედეგებს!

აგრეთვე წაიკითხეთ

მეტი საიტზე